ავსტრალიის ღია პირველობის მთავარ სენსაციად 17 წლის ამერიკელი ამანდა ანისიმოვა იქცა. თინეიჯერმა უკვე ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო ისე, რომ სეტი არ წაუგია და პირველად ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირის მერვედფინალში.
ანისიმოვამ 1/16 ფინალში საკმაოდ იოლად მოუგო მე-11 ნომრად განთესილ ბელარუს არინა საბალენკას – 6:3, 6:2. მანამდე კი მან გაანადგურა უკრაინელი ლესია ცურენკო – 6:0, 6:2. არადა, ცურენკომ ავსტრალიის ღიამდე ბრისბენის ტურნირი მოიგო და იქ აშშ-ის ღიას ჩემპიონი ნაომი ოსაკა დაამარცხა, ფინალში კი ჩეხ კაროლინა პლიშკოვას სძლია.
ანისიმოვა ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელია სერენა უილიამსის შემდეგ, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში გააღწია. ამ ეტაპზე ის ჩეხ პეტრა კვიტოვას შეხვდება.