ავსტრალიის ღია, ქალები - 1/8 ფინალის წყვილები და ფაქტები
ავსტრალიის ღია, ქალები - 1/8 ფინალის წყვილები და ფაქტები

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე დასრულდა 1/16 ფინალის ეტაპი და გაირკვა ყველა მერვედფინალისტი.

მეთექვსმეტედფინალის მატჩების დიდ ნაწილში ნაკლები ბრძოლა იყო. 16-დან მხოლოდ ორ მატჩში გახდა საჭირო სამი სეტის ჩატარება, ხოლო ჯამში გათამაშებული 34 სეტიდან მხოლოდ ორჯერ მივიდა საქმე ტაი-ბრეიკამდე.

TOP10 განთესილთაგან ბრძოლას ექვსი ჩოგბურთელი შემორჩა. გარდა ამისა, მერვედფინალში სამი განუთესავი ჩოგბურთელია – შელბი როჯერსი, ჯესიკა პეგულა და სუ-ვეი ჰსიე.

ყველაზე მეტი წარმომადგენელი ბადეში ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს – ოთხი, ჩეხეთს – ორი.

მერვედფინალში გასულ ჩოგბურთელთაგან ექვს აქვს მინიმუმ ერთხელ მოგებული „დიდი სლემის“ ტურნირი.

 

1/8 ფინალი

ბარტი (ავსტრა, 1)-როჯერსი (აშშ)

მერტენსი (ბელ, 18)-მუხოვა (ჩეხ, 25)

ვეკიჩი (ხორ, 28)-ბრეიდი (აშშ, 22)

პეგულა (აშშ)-სვიტოლინა (უკრ, 5)

ჰსიე (ტაივ)-ვონდროუშოვა (ჩეხ, 19)

მუგურუსა (ესპ, 14)-ოსაკა (იაპ, 3)

საბალენკა (ბლრ, 7)-ს. უილიამსი (აშშ, 10)

შვიატეკი (პოლ, 15)-ჰალეპი (რუმ, 2)