ავსტრალიის ღია, ქალები - 1/4 ფინალის წყვილები და ფაქტები
ავსტრალიის ღია, ქალები - 1/4 ფინალის წყვილები და ფაქტები

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე დასრულდა 1/8 ფინალის ეტაპი და გაირკვა ყველა მეოთხედფინალისტი.

მერვედფინალის მატჩების ნახევარში გამარჯვებული ორ სეტში გაირკვა, კიდევ ოთხი მატჩი სამ სეტში დასრულდა, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ჯამში გათამაშებული 20 სეტიდან მხოლოდ ერთხელ მივიდა საქმე ტაი-ბრეიკამდე.

TOP10 განთესილთაგან ბრძოლას ოთხი ჩოგბურთელი შემორჩა. გარდა ამისა, მერვედფინალში ორი განუთესავი ჩოგბურთელია – ჯესიკა პეგულა და სუ-ვეი ჰსიე.

ყველაზე მეტი წარმომადგენელი ბადეში ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს – სამი, ავსტრალიას, ჩეხეთს, ტაივანს, იაპონიასა და რუმინეთს – თითო-თითო.

მერვედფინალში გასულ ჩოგბურთელთაგან ოთხს აქვს მინიმუმ ერთხელ მოგებული “დიდი სლემის” ტურნირი.

 

1/4 ფინალი

ბარტი (ავსტრა, 1)-მუხოვა (ჩეხ, 25)

ბრეიდი (აშშ, 22)-პეგულა (აშშ)

ჰსიე (ტაივ)-ოსაკა (იაპ, 3)

ს. უილიამსი (აშშ, 10)-ჰალეპი (რუმ, 2)