მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში გავიდა. მან ორ საათსა და 19 წუთში დაამარცხა იტალიელი ფაბიო ფონინი – 6:3, 6:4, 6:2.
პირველ ორ სეტში ფონინი ასე თუ ისე წინააღმდეგობას უწევდა ესპანელს. საწყის პარტიაში იტალიელმა შეძლო ერთი უკუბრეიკის შესრულება, მეორეში კი ბრეიკით 4:2-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ ნადალმა ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო. მესამე სეტში კი ბრძოლა არ ყოფილა – რაფამ ორი ბრეიკი შეასრულა, ფონინი კი ბრეიკ-პოინტამდე არ მისულა.
ნადალმა პირველი მოწოდებით ქულების 77 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 69 პროცენტი. 19 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ექვსჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, 24 „ვინერსი“ დააგროვა და 20 უნებლიე შეცდომა დაუშვა.
ესპანელისთვის ეს იყო მეოთხე მატჩი ტურნირზე და ჯერჯერობით სეტი არ აქვს წაგებული. რაფა მეცამეტედ ითამაშებს ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში.
ნადალის შემდეგი მეტოქე ბერძენი სტეფანოს ციციპასისა და იტალიელი მატეო ბერეტინის შეხვედრაში გაირკვევა.