ავსტრალიის ღია, მეოთხე დღე - ტურნირს მოქმედი ჩემპიონი გამოეთიშა
ავსტრალიის ღია, მეოთხე დღე - ტურნირს მოქმედი ჩემპიონი გამოეთიშა

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირს მეორე წრიდან გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი, ამერიკელი სოფია კენინი. მან საათსა და ხუთ წუთში პირწმინდად წააგო ესტონელ კაია კანეპისთან – 3:6, 2:6.

ჩოგბურთელებს თანაბარი რაოდენობის ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ – შვიდ-შვიდი, მაგრამ ამერიკელმა ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა, კანეპიმ კი სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

ესტონელმა ძალიან კარგად ითამაშა თავის მოწოდებაზე – პირველ ბურთზე ქულების 80 პროცენტი აიღო და ჯამში 10 ეისი ჩააწოდა. მის ანგარიშზე მხოლოდ 17 უნებლიე შეცდომა იყო, კენინი კი 22-ჯერ შეცდა და მხოლოდ 10 „ვინერსი“ ჰქონდა.