ავსტრალიის ღია, კაცები - 1/8 ფინალის წყვილები და ფაქტები
ავსტრალიის ღია, კაცები - 1/8 ფინალის წყვილები და ფაქტები

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე დასრულდა 1/16 ფინალის ეტაპი და გაირკვა ყველა მერვედფინალისტი.

მეთექვსმეტედფინალში სამ მატჩში გახდა საჭირო ხუთი სეტის თამაში და სამივე შემთხვევაში გაუჭირდათ ფავორიტებს – შარშანდელ ჩემპიონ ჯოკოვიჩს, შარშანდელ ფინალისტ ტიმსა და რუს დანიილ მედვედევს. 16 მატჩიდან ნახევარში გამარჯვებული სამ სეტში გაირკვა.

TOP10 განთესილთაგან ბრძოლას შვიდი ჩოგბურთელი შემორჩა. გარდა ამისა, მერვედფინალში ერთადერთი განუთესავი ჩოგბურთელია – მაკენზი მაკდონალდი.

ყველაზე მეტი წარმომადგენელი ბადეში რუსეთს ჰყავს – სამი, სერბეთს, იტალიასა და კანადას – ორ-ორი.

მერვედფინალში გასულ ჩოგბურთელთაგან სამს აქვს მინიმუმ ერთხელ მოგებული “დიდი სლემის” ტურნირი.

 

1/8 ფინალი

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რაონიჩი (კან, 14)

ლაიოვიჩი (სერ, 23)-ა. ზვერევი (გერ, 6)

ტიმი (ავსტრია, 3)-დიმიტროვი (ბულ, 18)

ოჟე ალიასიმი (კან, 20)-კარაცევი (რუს)

რუბლიოვი (რუს, 8)-რუუდი (ნორ, 24)

მაკდონალდი (აშშ)-მედვედევი (რუს, 4)

ციციპასი (საბ, 5)-ბერეტინი (იტა, 9)

ფონინი (იტა, 16)-ნადალი (ესპ, 2)