ავსტრალიის ღია 2020 - ტიმმა ხუთი სეტი მოანდომა მსოფლიოს 140-ე ნომრის დამარცხებას
ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა, რომელიც ესპანელი რაფაელ ნადალის პოტენციური მეტოქეა მეოთხედფინალში, დიდი გაჭირვებით გაიარა მეორე წრის ბარიერი. მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს სამი საათი და 26 წუთი დასჭირდა ნაკლებად ცნობილი ამერიკელის ალექს ბოლტის დასამარცხებლად. ტიმმა 1:2-დან შემოატრიალა მატჩი – 6:2, 5:7, 6:7(5), 6:1, 6:2.
ავსტრიელმა მეოთხე სეტიდან გამოასწორა თამაში და ბოლო ორ პარტიაში არც ერთ ბრეიკ-პოინტამდე არ მიუშვა მეტოქე.
ტიმის მთავარი პრობლემა მატჩში იყო ბრეიკ-პოინტების რეალიზაცია – 24 შანსი მიიღო და მხოლოდ შვიდი გამოიყენა.