ავსტრალიის ღია 2020 - რაონიჩმა ციციპასს თითქმის უშანსოდ მოუგო
ავსტრალიის ღია 2020 - რაონიჩმა ციციპასს თითქმის უშანსოდ მოუგო

ავსტრალიის ღია პირველობის ერთ-ერთმა ფავორიტმა სტეფანოს ციციპასმა ტურნირზე გამოსვლა დაასრულა. მსოფლიოს მეექვსე ნომერმა ვერაფერი გააწყო კანადელი მილოშ რაონიჩის მოწოდების წინააღმდეგ და სამ სეტში წააგო – 5:7, 4:6, 6:7(2).

კანადელმა 19 ეისი ჩააწოდა, პირველ მოწოდებაზე ქულების 89 პროცენტი აიღო და ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მეტოქეს.

პირველ და მეორე სეტებში რაონიჩმა თითო ბრეიკი შეასრულა, უბრეიკო მესამე პარტიაში კი საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც კანადელმა ასევე არ წააგო საკუთარი მოწოდება.

რაონიჩი მერვედფინალში ხორვატ მარინ ჩილიჩს შეხვდება, რომელმაც რობერტო ბაუტისტა აგუტს ხუთ სეტში მოუგო.