ჩოგბურთში წლის შემაჯამებელ ტურნირს ტიმი და ციციპასი გახსნიან
ჩოგბურთში წლის შემაჯამებელ ტურნირს ტიმი და ციციპასი გახსნიან

ლონდონში დღეს წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყება. გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი და სიის მეექვსე ადგილზე მყოფი ბერძენი ჩოგბურთელი სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდებიან.

მეტოქეები ერთმანეთს რვაჯერ შეხვედრიან და ხუთში ავსტრიელმა გაიმარჯვა. 2019 წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალშიც ეს მეტოქეები შეხვდნენ ერთმანეთს, რომელშიც სამსეტიან დაძაბულ ბრძოლაში ციციპასმა იმარჯვა და ამ პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული პირველად გახდა.

ტიმსა და ციციპასს შორის შეხედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. დღესვე, 00:00 საათზე ამ ჯგუფის მეორე მატჩში ესპანელი რაფაელ ნადალი რუს ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდება.

ჩოგბურთელები ჯგუფებში შემდეგნაირად გადანაწილდნენ – ტოკიო 1970-ის ჯგუფი:

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)

დანიილ მედვედევი (რუსეთი)

ალექსანდრ ზვერევი (გერმანია)

დიეგო შვარცმანი (არგენტინა)

 

ლონდონი 2020-ის ჯგუფი:

რაფაელ ნადალი (ესპანეთი)

დომინიკ ტიმი (ავსტრია)

სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი)

ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი)

ტურნირი 15-22 ნოემბერამდე გაგრძელდება.