ავსტრალიის ღია 2020 - კაცების ტურნირი მეოთხე ნომრის გარეშე დარჩა
ავსტრალიის ღია 2020 - კაცების ტურნირი მეოთხე ნომრის გარეშე დარჩა

ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირს გამოეთიშა მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი, რუსი დანიილ მედვედევი. ხუთსეტიან ბრძოლაში მისი დამარცხება შეძლო შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ – 6:2, 2:6, 4:6, 7:6(2), 6:2. თამაში სამსაათნახევარი გაგრძელდა.

ვავრინკამ პირველ სეტში დიდ უპირატესობას მიაღწია და შანსი არ მისცა მეტოქეს, მაგრამ მეორე სეტიდან მოყოლებული, მედვედევმა დიდი უპირატესობა მოიპოვა. მეორე და მესამე პარტიებში შვეიცარიელს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ მოუპოვებია, მედვედევმა კი სამი ბრეიკი შეასრულა და სეტებში დაწინაურდა.

მეოთხე სეტი თანაბარი გამოვიდა – ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ვავრინკას ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც შვეიცარიელი დიდ უპირატესობას ფლობდა.

ასევე ჰქონდა ინიციატივა ვავრინკას მეხუთე სეტში, სადაც პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა. შვეიცარიელს ერთადერთი კრიტიკული მომენტი მეოთხე გეიმში დაუდგა, როცა სამი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. შემდეგ კიდევ ერთი ბრეიკი აიღო და მალე მატჩზეც ჩააწოდა.

მეოთხედფინალში ვავრინკამ მეტოქე გერმანელი ალექსანდრ ზვერევისა და რუსი ანდრეი რუბლიოვის მატჩში გაირკვევა.