ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობას ებრძვიან. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ქვინსლენდის შტატის სანაპირო ზოლში წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რასაც თან ერთვის ძლიერი ქარი.
წყალდიდობის გამო სტიქიის ზონაში ათობით საავტომობილო გზა დახურეს. დატბორილ დასახლებებში მოსახლეობა იძულებულია ნავებით გადაადგილდეს.
პარალელურად, მეზობელ შტატებში ამ დრომდე ებრძვიან ტყის მასშტაბურ ხანძარს, სადაც სტიქიამ ათასობით საცხოვრებელი სახლი გადაწვა. სტიქიის ზონაში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე იმყოფება. ხანძარმა უკვე 29 ადამიანი შეიწირა. ავსტრალიაში ამ დრომდე ცეცხლის ათობით კერა მძვინვარებს.