ავსტრალიის ქუინსლენდის შტატში, წყალდიდობის გამო, ათასობით სახლს დატბორვა ემუქრება.
წყლის დონემ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებამ კაშხლის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. კაშხლის გახსნამ წყლის დონის მატება გამოიწვია.
განსაკუთებით რთული მდგომარეობაა სანაპირო ქალაქ თაუნსვილში, სადაც საევაკუაციო ცენტრებში ათასობით ადამიანი იმყოფება.
შტატის ხელისუფლება აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი, რაც სავარაუდოდ, წყალდიდობის გაძლიერების მიზეზი გახდება. ქალაქ თაუნსვილში 200 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.