ავსტრალიაში ტყის ხანძრის განზრახ გაჩენაში მეხანძრეს ადანაშაულებენ. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მოხალისე მეხანძრე ტყის ხანძართან დაკავშირებით მიმდინარე ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას. სამართალდამცველების ცნობით, ეჭვმიტანილმა ახალი სამხრეთ უელსის შტატში, ვეგას ველზე ცეცხლი გააჩინა და ადგილი დატოვა. 19 წლის მოხალისე მეხანძრე ხანძრის გაჩენიდან მალევე დააკავეს.
ავსტრალიაში ტყის მასივზე გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა ექვსი ადამიანი შეიწირა. სტიქიამ 650-მდე საცხოვრებელი სახლი გადაწვა.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, დაკავებული ზემოთ აღნიშნულ ტრაგედიაში დამნაშავე არ არის, რადგან მან ხანძრის ახალი კერა რეგიონში სულ ცოტა ხნის წინ გააჩინა.