ავსტრალიაში ტყის ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა
ავსტრალიაში ტყის ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

ავსტრალიაში ტყის ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერი“ სამართალდამცავი უწყების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სტიქიური უბედურება ახალი სამხრეთ უელსის შტატში, დასახლებულ პუნქტებთან ახლოს მძვინვარებს. მასშტაბურმა ხანძარმა უკანასკნელ რამდენიმე დღეში 80 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი და რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლი გადაწვა.

როგორც სახანძრო სამსახურის თანამშრომლები იუწყებიან, სტიქიის ლოკალიზებაში ხელს მაღალი ტემპერატურა და მშრალი ამინდი უშლით. ადგილობრივი სინოპტიკოსების ინფორმაციით, წელს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მშრალი სეზონია.