ავსტრალიაში ტყის ხანძარს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავსტრალიაში ტყის ხანძარს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავსტრალიაში ტყის მასივებზე გავრცელებულ მასშტაბურ ხანძარს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. დაშავებულია სულ მცირე 20-მდე მეხანძრე და 15-მდე ადგილობრივი. სტიქიამ 400 ათას ჰექტრამდე ტერიტორია მოიცვა.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურში შიშობენ, რომ ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო, ექსტრემალური ვითარება იქმნება და მაშველები ყველას დახმარებას ვერ შეძლებენ.

ადგილობრივი ხელისუფლება მაცხოვრებლებს მოუწოდებს, დამოუკიდებლად იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე. ამასთან, პროგნოზირებენ, რომ სტიქია ქვინსლენდის შტატის სამხრეთით არსებულ ტერიტორიას მოიცავს და სიდნეიშიც გავრცელდება. ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ქარი.