ავსტრალიაში თავდამსხმელმა ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა
ავსტრალიაში თავდამსხმელმა ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა

ავსტრალიის ქალაქ მელბურნის აღმოსავლეთ ნაწილში შეიარაღებულმა მამაკაცმა დანით ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა. თავდამსხმელი პოლიციამ დაკავების ოპერაციის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლა.

სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გვიან საღამოს მელბურნის პოლიციამ მამაკაცის დაჭრის შესახებ შეტყობინება მიიღო. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

გამოძიების ინფორმაციით, პოლიციამ დაადგინა ეჭვმიტანილი, რომელმაც დაკავების დროს სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, მას ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ეჭვმიტანილმა ერთი დღით ადრე ქალაქში კიდევ ორი გამვლელი დაჭრა, რომელთაგან ერთ-ერთი ქალი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, მეორე კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მელბურნის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელს ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირი და კრიმინალური წარსული არ აქვს.