ავსტრალიის ქალაქ დარვინში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი, დაჭრილია.
გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, მარტო მოქმედებდა და ის ამ დროისთვის დაკავებულია.
45 წლის მამაკაცი სამართალდამცველებისთვის ადრეც ცნობილი იყო. ის იანვარში შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა პატიმრობიდან.
მოქალაქეებზე თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია მოტივი.