ავსტრალიაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების ნაწილს აუქმებენ
ავსტრალიაში „კოვიდ-19“-ის რეგულაციების ნაწილს აუქმებენ. „როიტერის“ ინფორმაციით, ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე შეზღუდვა ნაწილობრივ აღდგება, ხოლო იმ რეგიონებში, სადაც „კოვიდ-19“-ის გავრცელების დონე შედარებით მაღალი იყო, რეგულაციების ნაწილი გაუქმდება.
„როიტერი“ წერს, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ავსტრალიის ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღო. ქვეყანაში უკვე რამდენიმე კვირაა, ადგილობრივი გადაცემის შემთხვევები თითქმის არ დაფიქსირებულა, აქტიური შემთხვევების რიცხვი კი 88-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გამოვლენილი ინფიცირების 27 800 შემთხვევა.