ავსტრალიაში კორონავირუსის გამო, დაიხურება პაბები, კლუბები, კინოთეატრები, კაზინოები და მოსალოცი ადგილები
ავსტრალია ზომებს ამკაცრებს. ქვეყნის მაშტაბით დაიხურება პაბები, კლუბები, კინოთეატრები, კაზინოები და მოსალოცი ადგილები.
რესტორნები მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისით გააგრძელებენ მუშაობას.
აღნიშნული ზომების შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა მინსიტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გააკეთა.
ავსტრალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულია 1315 ადამიანი.