ავსტრალიაში კორონავირუსის გამო, დაიხურება პაბები, კლუბები, კინოთეატრები, კაზინოები და მოსალოცი ადგილები

14:56, 22.03.2020

ავსტრალია ზომებს ამკაცრებს. ქვეყნის მაშტაბით დაიხურება პაბები, კლუბები, კინოთეატრები, კაზინოები და მოსალოცი ადგილები.

რესტორნები მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისით გააგრძელებენ მუშაობას.

აღნიშნული ზომების შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა მინსიტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გააკეთა.

ავსტრალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულია 1315 ადამიანი.

მსგავსი