ავსტრალიაში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ავსტრალიაში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ტყის ხანძარი სიდნეის სიახლოვეს მძვინვარებს. ცეცხლმა უკვე გაანადგურა რამდენიმე შენობა.

შტატში ხანძრის 100-ზე მეტი კერაა დაფიქსირებული. სტიქიის ზონიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. დაკეტილია გზები. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ყურადღებისკენ მოუწოდებს, რადგან პროგნოზის თანახმად, უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.

ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მეორედ გამოცხადდა. გასულ კვირებში ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლმა 680 სახლი გაანადგურა. დაიწვა 1,2 მილიონი ჰექტარი ფართობი.