ავსტრალია საერთაშორისო მოგზაურებისთვის 21 თებერვლიდან საზღვრებს გახსნის
ავსტრალია თითქმის ორი წლის განმავლობაში პირველად, საერთაშორისო მოგზაურებისთვის 21 თებერვლიდან საზღვრებს გახსნის.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის განცხადებით, ქვეყანაში შესასვლელად ორჯერ აცრის დამადასტურებელი ცნობა იქნება საჭირო. აუცრელი ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ სამედიცინო მიზეზი, რომ აცრას ვერ გაიკეთებდნენ, გამონაკლის შემთხვევებს დაექვემდებარებიან და კარანტინს სასტუმროში გაივლიან.
პანდემიის დაწყების შემდეგ, ავსტრალიამ ყველაზე მკაცრი სასაზღვრო კონტროლი დააწესა. გასული წლის დეკემბრიდან, ზოგიერთ საერთაშორისო სტუდენტს და კვალიფიციურ მიგრანტს ქვეყანაში შესვლის უფლება მისცეს.
პანდემიის დაწყების შემდეგ, ავსტრალიაში „კოვიდ-19“ 2.7 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 4 248 კი გარდაიცვალა. ავსტრალიაში მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი სრულად არის აცრილი.