ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ თეირანისა და ბეირუთის მიმართულებით ფრენები მომავალ წლამდე შეაჩერა
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხის ფონზე ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ თეირანისა და ბეირუთის მიმართულებით ფრენები მომავალ წლამდე შეაჩერა.
ავიაკომპანიის განცხადებით, თეირანში „ლუფთჰანზას“ რეისები 2025 წლის 31 იანვრამდე შეჩერდა, ბეირუთში კი – 2025 წლის 28 თებერვლამდე.
„ლუფთჰანზას ჯგუფში“ შემავალ ავიაკომპანიებს შორის არიან „ლუფთჰანზა“, „ავსტრიის ავიახაზები“, „ბრიუსელის ავიახაზები“, „ევროვინგსი“ და ავიაკომპანია „სვისი“.
ცალკე გავრცელებულ განცხადებაში ავიაკომპანია „სვისი“ აცხადებს, რომ ბეირუთში ფრენა 2025 წლის 18 იანვრამდე შეწყდა.