ავიაკომპანია „ფლაიდუბაი“ საქართველოს მიმართულებით ფრენებს 28 იანვრიდან აღადგენს
28 იანვრიდან ავიაკომპანია Flydubai საქართველოს მიმართულებით ფრენებს ანახლებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
უწყების ცნობით, დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება.