მიმდინარე წლის 4 აგვისტოდან, ავიაკომპანია „ბელავია“ მინსკი – ქუთაისი – მინსკის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები განხორციელდება მიმდინარე წლის 27 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა დღეს მიენიჭა“, – აცხადებენ სააგენტოში.