ავიაკომპანია „ატლასგლობალმა“ სტამბოლი-თბილისის მიმართულებით ფრენები განაახლა
თურქულმა ავიაკომპანია „ატლასგლობალმა“ (Atlasglobal) სტამბოლი-თბილისის მიმართულებით ფრენები განაახლა.
„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყოველდღიურად, „ეარბას“ (Airbus) A319, A320, A321 და A330 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა 2013 წელს განახორციელა, შარშან კი ფრენები დროებით შეაჩერა.