თურქული ავიაკომპანია AtlasGlobal 26 აპრილიდან სტამბოლიდან თბილისში რეგულარულ რეისებს აღარ შეასრულებს.
კომპანიის ცნობით, ეს ზაფხულის სეზონზე ფრენების შეცვლილ განრიგს უკავშირდება.
თბილისის გარდა, სტამბოლიდან კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება, მათ შორის ციურიხის, ჰამბურგის, მაჰაჩყალას, ზაპოროჟიეს და კრასნოდარის მიმართულებით.
გაუქმებულ რეისებზე ავიაკომპანიამ მგზავრებს უკვე აცნობა და მათ ბილეთებში გადახდილ თანხას დაუბრუნებს.
AtlasGlobal (ყოფილი AtlasJet) საქართველოს ბაზარზე 2013 წელს შემოვიდა.