ავღანეთში, ყანდაარის პროვინციაში საპარლამენტო არჩევნები ერთი კვირის დაგვიანებით მიმდინარეობს
ავღანეთში, ყანდაარის პროვინციაში საპარლამენტო არჩევნები ერთი კვირის დაგვიანებით მიმდინარეობს.
ქვეყანაში არჩევნები 20 ოქტომბერს გაიმართა, თუმცა მოძრაობა „თალიბანის“ მხრიდან განხორციელებული თავდასხმების გამო, ყანდაარის პროვინციაში არჩევნების ჩატარება ვერ მოხერხდა.
ამჟამად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პროვინციაში საპარლამენტო არჩევნები გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე მიმდინარეობს. თავდასხმების თავიდან აცილების მიზნით, ყანდაარში გადაკეტილია მთავარი ავტომაგისტრალები.
ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, „თალიბანის“ წევრები სხვადასხვა აქციაზე თავდასხმებს საკმაოდ ხშირად ახორციელებდნენ. ამ ხნის განმავლობაში, ტერაქტების შედეგად 10 კანდიდატი დაიღუპა.