ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქის ცენტრში თავი აიფეთქა, დაღუპულია 25 ადამიანი
ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქის ცენტრში თავი აიფეთქა, დაღუპულია  25 ადამიანი

ავღანეთის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების შედეგად, 25 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქის ცენტრში აიფეთქა თავი.

ჯერჯერობით ტერაქტზე პასუხიმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.