ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქის ცენტრში თავი აიფეთქა, დაღუპულია 25 ადამიანი

17:47, 15.08.2018

ავღანეთის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების შედეგად, 25 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქის ცენტრში აიფეთქა თავი.

ჯერჯერობით ტერაქტზე პასუხიმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი