ავღანეთში ტერაქტის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა ამდენივე დაშავდა. ამის შესახებ Tolo News-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
თავდასხმა დედაქალაქ ქაბულის ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტის სამიზნე ის ავტომობილი იყო, რომელშიც ავღანეთი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. აფეთქების დროს ექვსი მათგანი დაიღუპა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა თალიბანმა აიღო.