ავღანეთში ტერაქტის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

13:22, 11.12.2018

ავღანეთში ტერაქტის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა ამდენივე დაშავდა. ამის შესახებ Tolo News-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
თავდასხმა დედაქალაქ ქაბულის ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტის სამიზნე ის ავტომობილი იყო, რომელშიც ავღანეთი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. აფეთქების დროს ექვსი მათგანი დაიღუპა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა თალიბანმა აიღო.

მსგავსი