ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაიღუპა ცხრა და მძიმედ დაიჭრა 10 ადამიანი
ავღანეთში სამხედრო აკადემიაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ცხრა და მძიმედ დაიჭრა 10 ადამიანი.
ქაბულში მარშალ ფაჰიმის სამხედრო აკადემიას შეიარაღებული პირები დილით დაესხნენ თავს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხუთი შეიარაღებული პირიდან ოთხი ლიკვიდირებული, ერთი კი დაკავებულია.
თავდამსხმელებმა საკონტროლო გამშვებ პუნქტში შეღწევა ვერ მოახერხეს. საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.