ავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 27
ავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა. ინფორმაციას ავღანური მედიასაშუალება „ტოლონიუსი“ (tolonews) ავრცელებს.
ინციდენტი ყანდაღარის პროვინციაში მოხდა. როგორც ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, თავდასხმა თალიბებმა 29 ივნისს ღამით მოაწყვეს.
უსაფრთხოების ძალებმა 17 თავდამსხმელის ლიკვიდაცია შეძლეს. გარდაცვლილთა შორის არიან ავღანეთის საარჩევნო კომისიის წევრები.
მომხდარი თავდასხმა ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ დაგმო.