ავღანეთში „თალიბანის” თავდასხმას უსაფრთხოების ძალების 20-მდე წარმომადგენელი ემსხვერპლა
ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში მოძრაობა “თალიბანის” მიერ განხორციელებულ თავდასხმას უსაფრთხოების ძალების 20-მდე წარმომადგენელი ემსხვერპლა.
თალიბებმა იერიში ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე მიიტანეს.
დაღუპულია ერთ-ერთი პოლიციის სამმართველოს უფროსი და სარეზერვო ნაწილის მეთაური.
გავრცელებული ინფორმაციით, ისლამისტი მებრძოლები პოლიციის სამმართველოში შეიჭრნენ და აფეთქება განახორციელეს.