ავღანეთში „თალიბანის” თავდასხმას უსაფრთხოების ძალების 20-მდე წარმომადგენელი ემსხვერპლა
ავღანეთში „თალიბანის” თავდასხმას უსაფრთხოების ძალების 20-მდე წარმომადგენელი ემსხვერპლა

ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში მოძრაობა “თალიბანის” მიერ განხორციელებულ თავდასხმას უსაფრთხოების ძალების 20-მდე წარმომადგენელი ემსხვერპლა.

თალიბებმა იერიში ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე მიიტანეს.

დაღუპულია ერთ-ერთი პოლიციის სამმართველოს უფროსი და სარეზერვო ნაწილის მეთაური.

გავრცელებული ინფორმაციით, ისლამისტი მებრძოლები პოლიციის სამმართველოში შეიჭრნენ და აფეთქება განახორციელეს.