ავღანეთში „თალიბანის” მიერ კონტროლირებადი ციხიდან 58 ადამიანი გაათავისუფლეს
ავღანეთში  „თალიბანის” მიერ კონტროლირებადი ციხიდან 58 ადამიანი გაათავისუფლეს

ავღანეთში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის” მიერ კონტროლირებადი ციხიდან 58 ადამიანი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, პატიმრები ჰილმენდის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გამოიყვანეს. გადარჩენილთა შორის, ოთხი სამხედრო, 15 სამართალდამცველი, ორი ექიმი და რამდენიმე სამოქალაქო პირია.

აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში, უსაფრთხოების ძალებმა “თალიბანის” ოთხი მებრძოლი დააკავეს.