ავღანეთში შეიარაღებული პირები ტელეკომპანია “Shmashad Tv”-ის ოფისში შეიჭრნენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ტელეარხის შენობასთან აფეთქებაც მოხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბოროტმოქმედები სამნი არიან. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.
სამართალდამცველები, ჟურნალისტები და არხის თანამშრომლები შენობიდან გამოჰყავთ, მომხდარის შემდეგ ტელეკომპანია “Shmashad Tv”-მ მაუწყებლობა შეწყვიტა. ჯერ მომხდარის სხვა დეტალები უცნობი რჩება.