ავღანეთში შეიარაღებული პირები ტელეკომპანიის ოფისში შეიჭრნენ 

11:37, 07.11.2017

ავღანეთში შეიარაღებული პირები ტელეკომპანია “Shmashad Tv”-ის ოფისში შეიჭრნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ტელეარხის შენობასთან აფეთქებაც მოხდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბოროტმოქმედები სამნი არიან. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.

სამართალდამცველები, ჟურნალისტები და არხის თანამშრომლები შენობიდან გამოჰყავთ, მომხდარის შემდეგ ტელეკომპანია “Shmashad Tv”-მ მაუწყებლობა შეწყვიტა. ჯერ მომხდარის სხვა დეტალები უცნობი რჩება.

მსგავსი