ავღანეთში მედრესეზე განხორცილეებულ სამთავრობო ავიაციის იერიშს რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საჰაერო დაბომბვა ყუნდუზის პროვინციაში, დაშტ-ე-არჩის რაიონში განხორციელდა, რომელიც მოძრაობა „თალიბანის“ მიერ კონტროლდება.
გავრცელებული ცნობით, დაბომბვის დროს მედრესეში 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის „თალიბანის“ მაღალი რანგის წარმომადგენელი.
ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა 25-ს აღწევს, თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი 50-ს აჭარბებს.