ავღანეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ბორტზე მყოფი ხუთივე პირი დაიღუპა
ავღანეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ხუთი პირი დაიღუპა.
ადგილობრივი მედია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინციდენტი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ფარაჰის პროვინციაში მოხდა.
გუბერნატორის განმარტებით, სამხედრო ვერტმფრენს ავარიული დაშვების დროს მოძრაობა „თალიბანის“ წევრები დაესხნენ თავს. შედეგად ავღანეთის შეიარაღებული ძალების ხუთივე წარმომადგენელი, ოთხი მგზავრი და ერთი პილოტი დაიღუპნენ.
ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავს, რომ სამხედრო ვერტმფრენის ავარიული დაშვება ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა და არა მოძრაობა „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად – საფრენ აპარატს თავს მხოლოდ ავარიული დაშვების შემდეგ დაესხნენ.