ავღანეთში, საარჩევნო კომისიის შენობასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა
ქაბულში, საარჩევნო კომისიის შენობასთან აფეთქება მოხდა, სადაც ინციდენტის დროს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. დაიღუპა ერთი სამართალდამცველი.
გავრცელებული ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა შეკრებილ ხალხში აიფეთქა თავი.
დემონსტრაციის მონაწილეები არჩევნებიდან მოხსნილი ერთ-ერთი კანდიდატის მხარდამჭერები იყვნენ, რომლებიც ცესკოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.
საპარლამენტო არჩევნები ავღანეთში 20 ოქტომბერს, საპრეზიდენტო კი, 2019 წლის 20 აპრილს არის დაგეგმილი.