ავღანეთში, საარჩევნო კომისიის შენობასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

16:06, 13.08.2018

ქაბულში, საარჩევნო კომისიის შენობასთან აფეთქება მოხდა, სადაც ინციდენტის დროს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. დაიღუპა ერთი სამართალდამცველი.

გავრცელებული ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა შეკრებილ ხალხში აიფეთქა თავი.

დემონსტრაციის მონაწილეები არჩევნებიდან მოხსნილი ერთ-ერთი კანდიდატის მხარდამჭერები იყვნენ, რომლებიც ცესკოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

საპარლამენტო არჩევნები ავღანეთში 20 ოქტომბერს, საპრეზიდენტო კი, 2019 წლის 20 აპრილს არის დაგეგმილი.

მსგავსი