ავღანეთში, მშენებარე გაზსადენთან მომუშავე გამნაღმველებს თავს დაესხნენ
ავღანეთში, ყანდაღარის პროვინციაში, შეიარაღებული პირები მშენებარე გაზსადენთან მომუშავე გამნაღმველებს დაესხნენ თავს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი. გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელებმა ცეცხლი იმ გამნაღმველებს გაუხსნეს, რომლებიც ტერიტორიის შემოწმებას ახორციელებდნენ. მათ ერთ-ერთი გამნაღმველის გატაცებაც შეძლეს. ამ ეტაპზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
თურქმენეთის, ავღანეთის, პაკისტანისა და ინდოეთის ერთობლივი, 22.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და 2019 წლის მიწურულს უნდა დასრულდეს.
მილსადენის სიგრძე 1814 კილომეტრს შეადგენს და წელიწადში 30 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გატარება შეუძლია.