ავღანეთში მოლდოვური ავიაკომპანიის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა 12 ადამიანი
ავღანეთში მოლდოვური ავიაკომპანიის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა 12 ადამიანი

ავღანეთში მოლდოვური ავიაკომპანიის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის ორი წევრი და 10 მგზავრი. ბორტზე მყოფი კიდევ ორი ადამიანი გადარჩა. როგორც მოლდოვის სამოქალქო ავიაციაში განაცხადეს, MI-8 MTV- ის ტიპის შვეულმფრენი მაზარი-შარიფის ბაზიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის დროს ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის სამი წევრი, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები იყვნენ და 11 ავღანელი მგზავრი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.