ავღანეთში მეჩეთზე თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა
ავღანეთში მეჩეთზე თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა

ავღანეთში მეჩეთზე თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა.

80-ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოში რჩება. მათ შორის 20-ზე მეტი ბავშვია. მთავრობა არ გამორიცხავს, რომ დაზარალებულთა და დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.

თავდასხმა პარასკევს, ქალაქ გარდეზის მეჩეთში მოხდა. ორი თავდამსხმელი მეჩეთში შევიდა. ერთ-ერთმა მლოცველების სიახლოვეს აიფეთქა თავი. მეორემ კი ცეცხლი გახსნა.

უსაფრთხოების ძალებმა ერთ-ერთი თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახერხეს.