ავღანეთში მორიგი აფეთქება მოხდა. ჯუზჯანას პროვინციაში, გზის პირას დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი ადამიანი, ერთი კი დაშავდა, რომლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ავღანეთში კიდევ ერთი აფეთქება გუშინ, ჰოსტის პროვინციაში მოხდა.
შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა.