ავღანეთში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში, ჰოსტის პროვინციაში გზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაღუპულები სამოქალაქო პირები არიან. მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის ორი ბავშვი და სამი ქალია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას აუღია.