ავღანეთის ქალაქ ყანდაარში აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ცამეტი დაშავდა. ყველა მათგანი სამოქალაქო პირია.
ავღანური მედიის ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით 9 საათზე ბაზრის ტერიტორიაზე, ხალხმრავალ ადგილას მოხდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.