ავღანეთში, ბაზრის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

11:33, 30.05.2018

ავღანეთის ქალაქ ყანდაარში აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ცამეტი დაშავდა.  ყველა მათგანი სამოქალაქო პირია.

ავღანური მედიის ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით 9 საათზე ბაზრის ტერიტორიაზე, ხალხმრავალ ადგილას მოხდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

მსგავსი